გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ

Შეხვედრა ფოთში მოქმედი ტერმინალების წარმომადგენლებთან

USAID-ის შუა დერეფნის ტრანსპორტის და ლოგისტიკის პროგრამა  და ეიპიემ ტერმინალს ფოთი  ფოთში მოქმედი ტერმინალების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ერთობლივად ორგანიზებულ შეხვედრაზე, სექტორში დასაქმებულები გაეცნენ საერთაშორისო პროგრამას და ფოთის პორტის სამომავლო გეგმებს.
ტერმინალების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ერთმანეთთან მეტი თანამშრომლობის საჭიროებაზე, ასევე პორტისა და ტერმინალების გაციფრულების აუცილებლობაზე. ამ ნაბიჯებით, ფოთი შეძლებს გახდეს ერთ-ერთ მთავარი ლოგისტიკური ცენტრი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.  
შეხვედრის მონაწილეებს კომპანია Kaleris-ის წარმომადგენელმა გააცნო ტერმინალების გაციფრულების პლატფორმა, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს ლოგისტიკურ საქმიანობას ფოთში.