გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ როგორც მსხვილი ორგანიზაცია, ისტორიულად გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის სახელით. ნავსადგურს უკვე მრავალი წელია სხვადასხვა ფორმით, მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში შეაქვს წვლილი ადგილობრივი საჭიროებების უზრუნველყოფის საქმეში და მხარში უდგას ადგილობრივ საზოგადოებას.

უკანასკნელი რამდენიმე წელია, კომპანიამ სტანდარტიზებულად განსაზღვრა სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული ასპექტები და სოციალური აქტივობების უფრო კონსტრუქციულად მართვის მიზნით, ეყრდნობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების რამდენიმე კონკრეტულ მიზანს. ესენია: 

  • მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა 
  • მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა 
  • მიზანი 5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება 
  • მიზანი 13: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ ზომების გატარება 

“ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო 2019-ის (CSR Award ’19) მფლობელი ნომინაციაში „მდგრადი ქალაქები და დასახლებები“ (გაეროს მდგრადი განვითარების #11 მიზანი), რომელშიც კომპანიამ გაიმარჯვა მბრუნავი სპრედერის პროექტით. პროექტი გულისხმობდა ტვირთის დამუშავების ახალ ტექნოლოგიას, რომლის გამოყენებით მცირდება გარემოზე მიყენებული ნეგატიური ზემოქმედება და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკი ადამიანებისთვის, ამავდროულად კი მნიშვნელოვნად იზრდება ტვირთმფლობელის კმაყოფილება და ნავსადგურის ეფექტურობა.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი ორგანიზებულია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას. 2018 წლის “CSR ჯილდოზე“ კი კომპანიამ გაიმარჯვა ადამიანთა უფლებების კუთხით განხორციელებული საუკეთესო პროექტისთვის, რომელიც ეხებოდა საგზაო უსაფრთხოების ტრენინგებს სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის.

მუდმივად ზრუნავს რა იმ გარემოზე, საზოგადოებასა თუ ეკონომიკაზე რომელშიც ოპერირებს, ეიპიემ ტერმინალს ფოთი აქტიურად ერთვება, მხარს უჭერს და ახორციელებს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ინიციატივებს CSR კონკურსებში მონაწილეობით, სოციალური ინვესტიციების განხორციელებით, სპონსორობითა თუ სხვაგვარი დაინტერესებით.

2021 წლის თებერვალში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, ღია ტენდერის წესით არჩეული საკონსულტაციო ორგანიზაცია წარუძღვება „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ დაფინანსებულ პროექტს “ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის - APMTerminals4Poti“ ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობას ქალაქ ფოთში. 

პროგრამა მიმდინარეობს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში და მოიცავს როგორც ახალი, ასევე, არსებული მცირე მეწარმეობის წახალისებას, კონკურენტული ბიზნეს და დასაქმების შესაძლებლობების შექმნით. 2021 წელს, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსში, კატეგორიაში “მდგრადი ქალაქები და დასახლებები." გამარჯვებული პროგრამა ფოთში 80-ზე მეტი მცირე ბიზნეს პროექტის დაფინანსებას, შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნას და სასურველ პროდუქტებზე მისაწვდომობის გამარტივებას ითვალისწინებს.

კომპანიის უახლეს ინიციატივას, ზემოაღნიშნულთან ერთად, წარმოადგენს ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში ამწის ლაბორატორიის მოწყობა. ლაბორატორიაში განთავსებულია ამწე საშუალებების სიმულატორი, რომელიც გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირების საკლასო სწავლებისათვის.

 

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები

sdg2 sdg4 sdg-5 sdg-13