12/09/2022
საკონტეინერო სერვისის ახალი ხაზი თურქეთსა და საქართველოს შორის
ეიპიემ ტერმინალს ფოთმა საზეიმოდ მიიღო ZIM-ის საკონტეინერო ხაზის ახალი სერვისის (PTF) პირველი გემი, რომელმაც თურქეთსა და საქართველოს შორის პირველი მიმოსვლა შეასრულა.
საკონტეინერო გემი ყოველ 12-14 დღეში ერთხელ იმოძრავებს სტამბოლის ამბარლის პორტსა და ფოთის საზღვაო ნავსადგურს შორის და დააკავშირებს ZIM-ის მსოფლიო სერვისებს საქართველოსთან.
კომპანია ZIM 1945 წელს ისრაელში დაარსდა, ამჟამად იგი ერთ-ერთი წამყვანი გადამზიდი კომპანიაა მსოფლიოში.
ფოთის საზღვაო ნავსადგური ევროპის კარიბჭეა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო ტვირთებისთვის და აქვს იდეალური ადგილმდებარეობა ცენტრალური აზიის სავაჭრო ჰაბის ალტერნატივით. ნავსადგურის სარკინიგზო კავშირებით და რეგიონის საავტომობილო და სარკინიგზო ქსელებთან პირდაპირი ხაზებით, პორტი დაკავშირებულია საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ყველა დიდ ქალაქთან. ეს ახალი სერვისი კიდევ უფრო აფართოებს ფოთის გლობალურ კავშირს Zim-ის მსოფლიო ქსელის მეშვეობით.
იენ როლინსონი, ეიპიემ ტერმინალს ფოთის კომერციული დირექტორი: ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი მიესალმება ZIM-ის ახალ სერვისს. საქართველოს, ცენტრალურ აზიასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ZIM-ს ექნება დიდი წარმატება თურქეთსა და ფოთს შორის დაწყებული ახალი სერვისით.“
APM Terminals Dashboard-ზე შესვლა
APMTterminals.com ანგარიშის შექმნა საშუალებას გაძლევთ:
- გამოიწერეთ ჩვენი გლობალური ან ტერმინალის საინფორმაციო ბიულეტენი
- დააყენეთ ტერმინალის შეტყობინებები (SMS ან ელფოსტა)
- შეინახეთ იმპორტირებული კონტეინერები თქვენს საკონტროლო სიაში და გაააქტიურეთ შესაბამისი შეტყობინებების მიღება
- გამოიყენეთ სატვირთო მანქანების დანიშვნის ინტეგრირებული სისტემა - შეზღუდული ტერმინალები
- მოითხოვეთ დამატებითი სერვისები ონლაინ - შეზღუდული ტერმინალები