01/19/2022
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გეგმები რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის განვითარებაში
პანდემიამ თითქოს ერთნაირი გავლენა მოახდინა მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე, ბიზნესის ყველა სექტორზე, თუმცა – არა სატრანსპორტო გადაზიდვების ინდუსტრიაზე. არის ქვეყნები და მარშრუტები, სადაც პროდუქციის გადასაზიდად ახლაც თვეობით რიგში დგანან, ხოლო არის ქვეყნები, სადაც ტვირთბრუნვა საგრძნობლად დაეცა. მიზეზი წმინდად პრაგმატულია – ექსპორტიორები პროდუქციას იმ ქვეყნებისკენ მიმართავენ, სადაც ეკონომიკა უფრო სწრაფად აღდგა და ხარჯვაც მეტია. წინაპანდემიურ მაჩვენებელს საქართველოს უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრი, ფოთის პორტი, ვერც 2021 წელს დაუბრუნდა და ამ მხრივ ვერც 2022 წელს გვაქვს დადებითი მოლოდინები. თუმცა დღეს შექმნილი არათანაბარი გადანაწილება ახალ შესაძლებლობებს აჩენს კომპანიის მენეჯმენტისთვის და მეტ მოტივაციას უჩენს, ხორცი შეასხან თავიანთ ამბიციურ გეგმას – აქციონ ფოთი სატვირთო გადაზიდვების ცენტრად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების მასშტაბით.
სტატიის სრული ვერსიის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://forbes.ge/eipiem-terminals-phothis-gegmebi-regionuli-satransporto-habis-ganvitharebashi/
APM Terminals Dashboard-ზე შესვლა
APMTterminals.com ანგარიშის შექმნა საშუალებას გაძლევთ:
- გამოიწერეთ ჩვენი გლობალური ან ტერმინალის საინფორმაციო ბიულეტენი
- დააყენეთ ტერმინალის შეტყობინებები (SMS ან ელფოსტა)
- შეინახეთ იმპორტირებული კონტეინერები თქვენს საკონტროლო სიაში და გაააქტიურეთ შესაბამისი შეტყობინებების მიღება
- გამოიყენეთ სატვირთო მანქანების დანიშვნის ინტეგრირებული სისტემა - შეზღუდული ტერმინალები
- მოითხოვეთ დამატებითი სერვისები ონლაინ - შეზღუდული ტერმინალები