10/23/2020
ეიპიემ ტერმინალს ფოთმა და ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაციამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ფოთის საზღვაო ნავსადგურში მშრალი და ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალის განვითარების შესახებ
ეიპიემ ტერმინალს ფოთმა (სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) და ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაციამ (PNTC) ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფოთის საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით მშრალი და ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალის ერთობლივად განვითარებაზე.
აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ეიპიემ ტერმინალსი მოახდენს ინვესტირებას ახალი მოლოს, 400 მეტრის სიგრძის ნავმისადგომისა და 13.5 მეტრამდე ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების უზრუნველყოფაში, ხოლო ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაცია განახორციელებს ინვესტიციას მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის განკუთვნილ ახალ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მოიცავს მასშტაბური საოპერაციო ზონის მოწყობას და სარკინიგზო ხაზთან კავშირის უზრუნველყოფას ფოთში.
შეთანხმების შესრულება დამოკიდებულია რიგ წინაპირობებზე, როგორიცაა შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღება.
„აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ფოთის საზღვაო ნავსადგურში მსოფლიო დონის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნის ამბიციური მიზნისაკენ. მოცემული
თანამშრომლობა გულისხმობს თანამედროვე მშრალი და ნაყარი ტვირთების ტერმინალის მოწყობას, რომელსაც შეეძლება პანამაქსის ტიპის გემების მიღება და 25 ჰექტარზე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში სხვადასხვა ტიპის ტვირთების დამუშავება. ახალი ინფრასტრუქტურა ტვირთების მიწოდების ჯაჭვს უფრო ეფექტურს და ნაკლებხარჯიანს გახდის ადგილობრივი და რეგიონული ტვირთმფლობელებისათვის.“ - განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა, ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალურმა დირექტორმა.
ახალი მშრალი და ნაყარი ტვირთების ტერმინალი აშენდება ნავსადგურის გაფართოების გეგმის პირველი ფაზის ფარგლებში და შექმნის დამატებით, დაახლოებით 10 მილიონ ტონამდე მშრალი და ნაყარი ტვირთის დამუშავების შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი იქნება ნავსადგურის მომხმარებლებისა და ზოგადად, ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართული მხარეებისათვის იმდენად, რამდენადაც ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი, გემების დამუშავების შემცირებული დრო და სანდო და ეფექტური მომსახურებები შესაძლებელს გახდის გადაზიდვების ხარჯების ოპტიმიზაციას.
“ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებაში გაკეთებული უპრეცედენტოდ მასშტაბური ინვესტიციით, რომელიც მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ორ ფაზად განხორციელდება, ეიპიემ ტერმინალსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქვს საქართველოს ლოგისტიკური დერეფნის წარმატებული და მდგრადი მომავლის რწმენა და პერსპექტიულად ესახება ეროვნული და რეგიონული ეკონომიკების შეუქცევადი ზრდა და შედეგად, ბიზნესის კიდევ უფრო სტიმულირება. აღნიშნული, თავის მხრივ, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ადგილობრივ საზოგადოებას ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობით, რაც გამოიწვევს ახალი ეკონომიკური საქმიანობების წახალისებასა და ასობით პირდაპირი თუ არაპირდაპირი დასაქმების შესაძლებლობის გაჩენას. ნავსადგურის გაფართოების სტრატეგიული პროექტის მნიშვნელობა და თანმდევი დადებითი შედეგები გვაძლევს წარმატების რწმენას, რომელიც მიიღწევა პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარეს შორის ეფექტური თანამშრომლობითა და კოორდინაციით. გასაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მთავრობა, რომლის მხარდაჭერას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს წარმატებისათვის და ამას ძალიან ვაფასებთ.“ - დასძინა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.
შეთანხმებას ხელი 2020 წლის 15 ოქტომბერს, ფოთში მოეწერა.
APM Terminals Dashboard-ზე შესვლა
APMTterminals.com ანგარიშის შექმნა საშუალებას გაძლევთ:
- გამოიწერეთ ჩვენი გლობალური ან ტერმინალის საინფორმაციო ბიულეტენი
- დააყენეთ ტერმინალის შეტყობინებები (SMS ან ელფოსტა)
- შეინახეთ იმპორტირებული კონტეინერები თქვენს საკონტროლო სიაში და გაააქტიურეთ შესაბამისი შეტყობინებების მიღება
- გამოიყენეთ სატვირთო მანქანების დანიშვნის ინტეგრირებული სისტემა - შეზღუდული ტერმინალები
- მოითხოვეთ დამატებითი სერვისები ონლაინ - შეზღუდული ტერმინალები