გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ

განახლებული განათება ფოთის საზღვაო ნავსადგურში - ინვესტიცია 2 მილიონი აშშ დოლარია

ეიპიემ ტერმინალს ფოთმა დაასრულა ფოთის საზღვაო ნავსადგურის განათების პროექტი, რომელიც 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა.

პროექტის ფარგლებში, ნავსადგურისა და საკონტეინერო ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟდა 22 ერთეული 45 მ სიმაღლის ანძა და 61 განათების ბოძი, რამაც ღამის საათებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ხილვადობა და უზრუნველყო პერსონალისა და ტექნიკის უსაფრთხო გადაადგილება. ამასთანავე, ჰალოგენური ნათურები შეიცვალა ენერგოეფექტური LED სანათებით, რაც პირდაპირ პასუხობს კომპანიის მიზანს, 2040 წლისთვის შეამციროს ნახშირბადის წარმოქმნა.

განხორციელებული აქტივობები, ნავსადგურში ელექტროენერგიის წლიურ მოხმარებას 30%-ით შეამცირებს.