გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ

ფოთის პორტმა ცენტრალური აზიიდან ე.წ. Big Bag-ებში განთავსებული ტვირთი მიიღო, რომელიც ევროპაში გაიგზავნა

ეიპიემ ტერმინალს ფოთი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სარკინიგზო და საზღვაო სერვისების მომსახურებას, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ცენტრალური აზიის ევროპასთან დასაკავშირებლად ფოთის გავლით.

განახლებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საშუალებით, Sofmar - Agency, Forwarding Transportation-თან პარტნიორობით, ცენტრალური აზიიდან ფოთის პორტმა მიიღო ე.წ. Big Bag-ებში განთავსებული ტვირთი, რომელიც ადგილზე განთავსდა კონტეინერებში და გაიგზავნა ევროპაში.

აღნიშნული გრძელვადიანი პროექტი მოიცავს ტვირთის სარკინიგზო ხაზით ტრანსპორტირებას, დასაწყობებას, კონტეინერებში გადატანასა და საზღვაო ხაზით დანიშნულების ადგილზე გაგზავნას. ეს სერვისი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ სტრატეგიული მნიშვნელობის, რომელიც გააჩნია ფოთს, როგორც ორ კონტინენტს შორის დამაკაშირებელ ხიდს.