გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ

საპარკინგე ტერიტორიისა და პარკირების საფასურის ცვლილებები

გაცნობებთ, რომ ტერიტორიაზე მყოფი პირების, ავტომანქანების, ტექნიკის, ტვირთის და კომპანიისა თუ მესამე პირთა ქონების უსაფრთხოებისა და ტერიტორიაზე შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად და ავტოპარკინგის მოწყობა-მოწესრიგების მიზნით, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ (APM Terminals Poti) (ს/კ: 215080999) კუთვნილი საკონტეინერო ტერიტორიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ (წინ) არსებულ ავტოსადგომზე (მისამართი: საქართველო, ქ. ფოთი, ჯავახიშვილის ქ. №32) გეგმავს დახურული პარკინგის ლოკაციის ცვლილებასა და ფასიანი პარკინგის სისტემის იმპლემენტაციას, რაც დასრულდება 2024 წლის მარტის თვეში. ამასთან, ფასიანი პარკინგით სარგებლობის წესების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება საჯაროდ (მათ შორის, თქვენთვისაც) ხელმისაწვდომი.

პროექტის ფარგლებში, არსებული დახურული უფასო საპარკინგე ზონა, რომლითაც მხოლოდ ნავსადგურის თანამშრომლები და საკონტეინერო ტერიტორიის ადმინისტრაციულ შენობაში მომუშავე სხვა პირები სარგებლობენ, გადაინაცვლებს ადმინისტრაციული შენობის მხარეს (წინა ზოლში) და განახლებული პირობების შესახებ ინფორმაციაც მოგვიანებით მიეწოდებათ დაინტერესებულ პირებს.

მითითებული ცვლილებების განხორციელების დაწყებამდე კი აუცილებელია, მთლიანი ტერიტორია გათავისუფლდეს იმ ავტომანქანებისგან, რომლებიც ხანგრძლივად დგანან ავტოსადგომზე (როგორც ღია, ისე დახურული) / ნავსადგურის კუთვნილ ტერიტორიაზე, ნავსადგურთან შეთანხმების გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თქვენს საკუთრებაში / მფლობელობაში / კონტროლის ქვეშ არსებული ავტომანქანები (არა ყოველდღიური პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი ავტომანქანები) არაუგვიანეს 2024 წლის წლის 15 (თხუთმეტი) თებერვლისა გადაიყვანოთ სხვა (არა ნავსადგურის კუთვნილ) ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვიტოვებთ უფლებას, საჭიროებისა და შესაძლებლობისამებრ, ამგვარი ავტომანქანები ნავსადგურის კუთვნილი ტერიტორიიდან ჩვენი ძალებით გადავიყვანოთ სხვა / მიმდებარე ფასიან ავტოსადგომ(ებ)ზე, რაც ნიშნავს, რომ ავტომანქანის სხვა ავტოსადგომიდან გაყვანამდე მოგიწევთ შესაბამისი საფასურის ანაზღაურება ფასიანი ავტოსადგომის მფლობელ(ებ)ისათვის. ამასთან, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტრანსპორტირების დროს ან სხვა სადგომებზე დგომისას ავტომანქანების დაზიანება-განადგურებასა და მესაკუთრეებისთვის / მფლობელებისთვის წარმოშობილ დამატებით ხარჯებზე / ზიანზე (ისევე, როგორც ამჟამად არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ ავტომანქანებზე).

აქვე, ფორვარდერულ კომპანიებს მოგმართავთ თხოვნით, წინამდებარე ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაუზიაროთ შესაბამისი ავტომანქანების მესაკუთრეებს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით ანა შაინიძეს: + 995 599887909,