გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ
inport

ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა InPort გამოცხადდა

APM Terminals Poti (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) არის A.P. Moller - Maersk-ის გლობალური ჯგუფის ნაწილი და წარმოადგენს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის ტვირთის და კონტეინერის გადამუშავებას, ასევე, აღნიშნულ გადამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საზღვაო მომსახურების გაწევას.

ადგილობრივი ტალანტის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, კომპანია აცხადებს ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას - InPort, რომლის მთავარი ამოცანაა ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და გამორჩეული პოტენციალის მქონე ადამიანების მოზიდვა და განვითარება.

APM Terminals Poti გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის ოპერაციების სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას.

  • სწავლების, განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.

  • თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს.

  • მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში.

  • Lean ბიზნეს სისტემის გაცნობის შესაძლებლობას.

  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

  • კვებას.

  • ყოველთვიურ სტიპენდიას.

  • საცხოვრებელს, საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროგრამაში მონაწილეს უნდა ჰქონდეს შემდეგი აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

  • ტექნიკურ - საინჟინრო (STEM) ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან/და კურსდამთავრებულები.

  • ტექნიკური მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის სტუდენტები ან/და კურსდამთავრებულები.

  • ინგლისური ენის ცოდნა.

  • განვითარებაზე ორიენტირებულობა, ცნობისმოყვარეობა და მოქნილობა;

  • კონკურენტულ სამუშაო კულტურასთან მაქსიმალური თანხვედრა - კრიტიკული აზროვნება, მიზანდასახულობა, ღია კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - careerpoti@apmterminals.com.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 ივლისი.

კომპანიის და პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.apmterminals.com

ეიპიემ ტერმინალს ფოთი აღნიშნულ პროგრამას 2017 წლის