
11/19/2020
კავკასიის ლოგისტიკური კარიბჭის 162 წლიანი ისტორია
18 ნოემბერს ფოთში აღინიშნება სანავსადგურო ქალაქად გამოცხადებისა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის, ფოთის საზღვაო ნავსადგურის დაარსების დღე.
უკვე 162 წელია, ფოთის საზღვაო ნავსადგური უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთების მოძრაობას საქართველოსა და მისი მიმდებარე რეგიონის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. საწყის ეტაპზე, მეცხრამეტე საუკუნეში, ნავსადგურში მუშავდებოდა იმდროისათვის აუცილებელი არც თუ ისე ბევრი სახეობის ტვირთი, დღესდღეობით კი, ფოთის საზღვაო ნავსადგური მუშაობს გაზრდილი გლობალური მოთხოვნების შესაბამისად და წარმატებით ასრულებს მნიშვნელოვან როლს ლოგისტიკურ ჯაჭვში, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას.
ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც ქვეყნისა და რეგიონის უმთავრესი ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი როლი კიდევ უფრო საგრძნობი გახდა COVID-19 პანდემიის დროს, როდესაც დადასტურდა ნავსადგურის სტაბილური ოპერირების დადებითი გავლენა მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელ და ეფექტურ ფუნქციონირებაზე.
არსებული მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისისა და გლობალურ ეკონომიკაზე მისი უარყოფითი გავლენის მიუხედავად, მოხარული ვართ, რომ წლის დასასრულს, გვაქვს შესაძლებლობა, გაგიზიაროთ მიმდინარე წლისთვის ფოთის საზღვაო ნავსადგურის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა.
ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია
მთავრობისგან პირველი, მიწათსარგებლობის ნებართვის მიღების შემდეგ, ნავსადგურის გაფართოების პროექტის გუნდი ინტენსიურად მუშაობს ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების საკითხზე. ამასთან, კომპანია სანავსადგურე ტექნიკის განახლებით აქტიურად ემზადება ახალი ინფრასტრუქტურული მოწყობისათვის. 2020 წელს კომპანიამ შეიძინა „გოტვალდის“ ფირმის ახალი მობილური ამწე და რვა ერთეული დამატებითი ტერმინალის უნაგირამაწევარა, რაც მნიშვნელოვანია ნავსადგურის ტექნიკური გამტარუნარიანობის ასამაღლებლად.
ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერა
როგორც მაღალი კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ საწყისი ეტაპიდანვე ჩაერთო ფოთის საზღვაო სასწავლებლის ჩამოყალიბების პროცესში. სახელმწიფოს ამ გრანდიოზულ და მდგრად განვითარებაზე გათვლილ პროექტს „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ საპორტო ტექნიკის სიმულაციური ლაბორატორიის მოწყობით დაუჭერს მხარს. აღნიშნული წამოწყება გაუჩენს მეტ სტიმულს ადგილობრივ ახალგაზრდებს, შექმნის მათთვის ახალ შესაძლებლობებს და ზოგადად, ხელს შეუწყობს ჩვენს საზოგადოებაში საზღვაო სპეციალობების პოპულარიზაციას.
უსაფრთხოების კულტურის გაუმჯობესება
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მუდმივი სწრაფვა მდგრადი უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბების მიმართულებით. მოხარული ვართ, სიამაყით განვაცხადოთ, რომ უკვე ერთ წელზე მეტია კომპანიაში არ დაფიქსირებულა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული ინციდენტი, რაც ჩვენი ოპერაციების ეფექტურობისა და უსაფრთოხების გაუმჯობესებისკენ მიმართული თანმიმდევრული მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგია.
სწორედ ისე, როგორც თავდაპირველად წარმატებით ჩამოყალიბდა მრავალი ალტერნატიული პროექტისა თუ სხვადასხვა გამოწვევის საპასუხოდ და უკვე 160 წელზე მეტია, ღირსეულად ემსახურება ქვეყანასა და რეგიონს, გვჯერა, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება ისევე წარმატებით უზრუნველყოფს მისი, როგორც ლოგისტიკური კარიბჭის როლის გამყარებას. ნავსადგური კიდევ არაერთი წელი იდგება საქართველოსა და რეგიონის სამსახურში და გააგრძელებს ჩვენს მდიდარ საზღვაო ისტორიას!
APM Terminals Dashboard-ზე შესვლა
APMTterminals.com ანგარიშის შექმნა საშუალებას გაძლევთ:
- გამოიწერეთ ჩვენი გლობალური ან ტერმინალის საინფორმაციო ბიულეტენი
- დააყენეთ ტერმინალის შეტყობინებები (SMS ან ელფოსტა)
- შეინახეთ იმპორტირებული კონტეინერები თქვენს საკონტროლო სიაში და გაააქტიურეთ შესაბამისი შეტყობინებების მიღება
- გამოიყენეთ სატვირთო მანქანების დანიშვნის ინტეგრირებული სისტემა - შეზღუდული ტერმინალები
- მოითხოვეთ დამატებითი სერვისები ონლაინ - შეზღუდული ტერმინალები