გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ

ეიპიემ ტერმინალს ფოთი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ კამპანიას უერთდება

ეიპიემ ტერმინალს ფოთი, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ კამპანიას უერთდება. 25 ნოემბერს დაიწყო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია და ამ მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოფხვრის ირგვლივ მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ ერთიანდება.

გენდერული ძალადობის დაძლევაში კერძო სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები, რომლებიც ქალთა გაძლიერებისკენ ვისწრაფვით, ვაცნობიერებთ, რომ გენდერული ძალადობის აღმოფხვრის გარეშე ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. 

სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რათა ხელი შევუწყოთ ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ, ავამაღლოთ ცნობიერება ამ პრობლემის შესახებ, პოპულარიზაცია გავუწიოთ სერვისებს, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ არსებობს და მხარი დავუჭიროთ გენდერული ძალადობის მსხვერპლებს.

ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები ვუერთდებით და სოლიდარობას ვუცხადებთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.