
02/04/2025
ეიპიემ ტერმინალს ფოთის მხარდაჭერით სტუდენტები უმაღლეს განათლებას უფასოდ იღებენ
ეიპიემ ტერმინალს ფოთი გასულ წელს შეუერთდა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამას და სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი გახდა.
პროგრამის ფარგლებში, კომპანიის ფინანსური დახმარებით, 4 ფოთელი ახალგაზრდა იღებს უმაღლეს განათლებას საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. Სტიპენდიანტები შეირჩნენ გასული წლის პირველ სემესტრში სოციალური მდგომარეობის, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე.
საბა მირცხულავა, სტიპენდიანტი ფოთიდან: ,,მას შემდეგ რაც ფოთელი სტუდენტებისთვის გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი, აქტიურად ჩავერთე პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში. სტიპენდია სრულად ფარავს საუნივერსიტეტო ხარჯს და საცხოვრებელი ხარჯის ნაწილს, პარალელურად ხელს გვიწყობს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის განვითარებაში, მათ შორის გვათავაზობენ ინგლისურის კურსებსაც."
ლანა უბილავა, სტიპენდიანტი ფოთიდან: "წარმატებით ჩავაბარე უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები და APM Terminals-ის მხარდაჭერით მალევე ამ პროგრამის სტიპენდიანტი გავხდი. ეს არის პროექტი, რომელიც სტუდენტებს ჩვენი პოტენციალის რეალიზებაში გვეხმარება, გვაცნობს ახალ-ახალ ადამიანებს და გვთავაზობს სხვადახვა კურსს ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარე. ჩემთვის ამ პროგრამის სტიპენდიანტობა საამაყო და დამატებითი სტიმულის მომცემია!”
ამჟამად, პროექტის მხარდამჭერები ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი 26 კომპანიაა, ხოლო ჯამში, დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა 60-ს აღემატება. დაფინანსებასთან ერთად, პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ასოციაციის წევრ კომპანიებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ და დაესწრებიან პროფესიულ ტრენინგებსა და ლექციებს.
APM Terminals Dashboard-ზე შესვლა
APMTterminals.com ანგარიშის შექმნა საშუალებას გაძლევთ:
- გამოიწერეთ ჩვენი გლობალური ან ტერმინალის საინფორმაციო ბიულეტენი
- დააყენეთ ტერმინალის შეტყობინებები (SMS ან ელფოსტა)
- შეინახეთ იმპორტირებული კონტეინერები თქვენს საკონტროლო სიაში და გაააქტიურეთ შესაბამისი შეტყობინებების მიღება
- გამოიყენეთ სატვირთო მანქანების დანიშვნის ინტეგრირებული სისტემა - შეზღუდული ტერმინალები
- მოითხოვეთ დამატებითი სერვისები ონლაინ - შეზღუდული ტერმინალები