ნიკო ნიკოლაძის როლი ფოთის პორტის განვითარებაში
October 23 2018
,,ფოთი უპორტოდ არ დარჩება... თავისი სხვადასხავა ხალხებისგან შემდგარი მცხოვრებლებით, ფოთს დღესვე აჩნია კოსმოპოლიტური სახე და ხასიათი,“ - აცხადებდა საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე. სწორედ მის სახელს უკავშირდება ნავსადგურის საფუძვლიანი გადაკეთება. მან კარგად იცოდა, რომ ამ ქალაქის მომავალი ნავსადგურის წარმატებაზე იყო დამოკიდებული. ჩაუდგა თუ არა სათავეში იგი ფოთის მმართველობას, ნავსადგურის მშენებლობის დაწვრილებით შესწავლა დაიწყო და დააყენა საკითხი პორტის რეკონსტრუქციის პროექტის დამტკიცების შესახებ. ნიკოლაძემ წარმოდგენილი პროექტებიდან საკეთესოდ პროფესორ ნ. ვოზნესკის მიერ შემუშავებული ნავსადგურის მოწყობის გეგმა მიიჩნია. პროექტის თანახმად, ჯებირებით შემოსაზღვრული შინაგანი საზღვაო მოედანი გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ წინა ნავსადგურად, ხოლო გემების დასადგომი მთავარი ნავსადგურისათვის აუცილებელი იყო მიწის ამოთხრა დიდ ფართობზე. 1895 წელს ვოზნესკი ატყობინებდა ნიკოლაძეს, რომ ფოთის ნავსადგურის გადაკეთების პროექტი მიმდინარე წელს განსახილველად გადაეცემოდა გზათა უწყების სამინისტროს საინჟინრო საბჭოს, თუმცა პროცესი კვლავ გადაიდო, რის გამოც 1896 -97 წლებში ნიკო ნიკოლძეს არაერთხელ მოუწია პეტერბურგში ჩასვლა აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად. 1897 წელს რუსეთის გზათა სამინისტრომ ფოთის ნავსადგურის გაფართოება-გაუმჯობესების პროექტი განიხილა და მოიწონა. 1898 წლის დამდეგს ფოთში გზათა მიმოსვლის მინისტრი ხილკოვი ჩამოვიდა, რომლის წინაშეც ნ. ნიკოლაძემ ნავსადგურის გადაკეთების დაჩქარების საკითხი დააყენა.
ზღვის ღელვა და ქარი ზიანს აყენებდა ნავსადგურის ჯებირებს, ამიტომ ნ.ნიკოლაძემ პარიზიდან გამოიწერა და საშუალო ჯებირზე დააყენებინა ზღვის დონის მერყეობის საზომი, ასევე ნავსადგური უზრუნველყო ჯებირების გასანათებელი ორი რეფლექტორით. 1897 წელს პეტრბურგიდან ჩამოატანინა ქარის მიმართულებისა და სიჩქარის მაჩვენებელი ხელსაწყო. მისივე ინიციატივით 1898 წლის 27 აგვისტოს ქალაქის მმართველობამ ოდესიდან აუზისთვის მიწის ამოსათხრელი მანქანა მიიღო, რომელმაც დიდი სამუშაოები შეასრულა. 1899 წელს მთავრობამ საბოლოოდ დაამტკიცა ნ. ვოზნესკის პროექტი. ნავსადგურის გადაკეთება იჯარით ბუნგე-პალაშკოვსკის სამშენებლო კომპანიას გადაეცა. ამავე წლის 4 აპრილს ეპისკოპოსმა ალქსანდრემ პარაკლისი გადაიხადა და მგალობელთა გუნდის თანხლებით ნავსადგურის ასაშენებლად განსაზღვრული ადგილი აკურთხა. ნავსადგურის კეთილმოწყობისა და ახალი გემმისადგომების მშენებლობის სამუშაოები 1901 წელს დაიწყო და 1907 წელს დასრულდა. გაფართოვდა ნავსადგურის შიდა აუზი, 25-26 ფუტამდე გაღრმავდა აკვატორია, გამაგრდა სანაპირო ზოლი. ნიკოლაძემ რიონ-პორტისა და რიონ -კაპარჭის არხების გაყვანა მოითხოვა და მოაგვარა. არხების გაყვანას სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობაც ჰქონდა. ფოთის ნავსადგურში გემების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესი პრიმიტიული საშუალებით ხორციელდებოდა, რაც ნავსადგურის ტვირთბრუნვას აფერხებდა, ამიტომ ნიკოლაძემ პირველად ნავსადგურის მექანიზაციის საკითხი დააყენა, რადგან მექანიკური ჩატვირთვით დაჩქარებოდა გემების დატვირთვა და შემცირდებოდა მათი მოცდენა, რაც გაზრდიდა ნავსადგურის ტვირთბრუნვას. საკითხი დადებითად გადაწყდა. დაიდგა ელევატორი და აშენდა ელსადგური.
APM Terminals Dashboard Login
Creating an APMTerminals.com account allows you to:
- Subscribe to our Global or Terminal Newsletters
- Set up Terminal Alerts (SMS or Email)
- Save import containers to your Container Watchlist and set up container Email Notifications
- Use our integrated Truck Appointment System - limited terminals
- Request additional services online - limited terminals
APM Terminals Dashboard Login
Creating an APMTerminals.com account allows you to:
- Subscribe to our Global or Terminal Newsletters
- Set up Terminal Alerts (SMS or Email)
- Save import containers to your Container Watchlist and set up container Email Notifications
- Use our integrated Truck Appointment System - limited terminals
- Request additional services online - limited terminals